ნავიგაცია
ფილმები [237]
თამაშები [132]
მუსიკა [119]
სურათები [104]
პროგრამები [133]
კლიპები [114]
Counter-Strike [54]
სპორტი [106]
ანიმაციები [105]
ქართულად ნათარგმნი [49]
ვიდეოები [41]
მობილური [77]
ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
ბარსელონა 2-0 რეალი  

ბარსელონამ შეძლო “ელ კლასიკოში” რეალ მადრიდის დამარხება,რის შემდეგაც ამ ორ გუნდს შორის სხვაობა 12 ქულამდე გაიზარდა და ბარსამ კიდევ ერთი

ნაბიჯი გადადგა ჩემპიონობისაკენ.ამ მატჩში რეალის ფანებიც კი ფავორიტად ბარსელონას ასახელებდნენ მაგრამ ზოგიერთს მაინც სჯეროდა რომ მადრიდელები კატალონიიდან ქულის გარეშე

არ ჭავიდოდნენ,მათდა სამწუხაროდ და ჩვენდა საბედნიეროდ ეს ასე არ მოხდა და ბარსელონამ შეძლო ამ ისტორიულ მატჩში გამარჯვების მოპოვება.

მიუხედავად ძლიერი წვიმისა ბარსას ფეხბურთელები პირველივე წუთიდან ფლობდნენ უპირატესობას და დამაჯერებლად აკონტროლებდნენ ბურთს,ამით გაცოფებულმა მადრიდელებმა

უხეშობას უმატეს და წესების დარღვევით ცდილობდნენ ბურთი აერთვათ კატალონიელებისათვის,განსაკუთრებით აქტიური სერხიო რამოის იყო,რომელმაც მრავალჯერ რბილად რომ ვთქვათ

“იუხეშა” მესის წინააღმდეგ,რის გამოც მხოლოდ ყვითელი ბარათი მიიღო,

მატჩის დასაწყისში მადრიდელებს კონტრ შეტევაზე თამაში არ გამოსდიოდათ,სამაგიეროდ მათი საჯარიმოს მიმართულებით კატალონიელები სახიფათოდ უტევდნენ,მაგრამ კასილასი

უშეცდომოდ თამაშობდა და არაერთხელ იხსნა თავისი გუნდი გაშვებული გოლისაგან.მადრიდელებსაც ქონდათ რამოდენიმეჯერ ბარსას საჯარიმოსთან შეტევის განხორციელების მცდელობა,

სნეიდერს ქონდა კარგი შანსი როდესაც შორიდან დაარტყა ბარსას კარის მიმართულებით,მაგრამ ვალდესმა ივარგა და კუთხურზე მოიგერია ბურთი.პირველი ტაიმის დასრულებამდე

რამოდენიმე წუთი რჩებოდა როცა მადრიდელებს კერძოთ კი დრენტსეს პირველ ტაიმში ყველაზე რეალური შანსი მიეცა ანგარიშის გახნისა,მაგრამ როგორც იმედის კომენტატორი იტყოდა

“დრენტე მაინც დრენტეაო” და ეს საგოლე მომენტი ვალდესმა აუღელვებლად მოიგერია.

პირველ ტაიმში ბარსას უპირატესობა აშკარა იყო,მაგრამ კატალონიელები ვერადა ვერ ახერხებდნენ კასილასის კარში ბურთის გატანას,რადგან ეს მეკარე შესანიშნავად იგერიებდა მისი კარისკენ

წასულ ბურთებს.პირველი ტაიმი ფრედ 0-0 დასრულდა.

მეორე ტაიმიც დაახლოვებით იგივე სცენარით წარიმართა,კატალონიელები პიველივე წუთიდან ფლობდნენ უპირატესობას და მწვავედ უტევდნენ,მადრიდელები კი მთელი ძალებით იცავდნენ

თავს და ცდილობდნენ ანგარიშის შენარჩუნებას,

გუარდიოლამ გადაწყვიტა ცვლილებები შეეტანა თამაშში და მოედანზე ბუსკესი გამოიყვანა გუდიონსენის ნაცვლად,ამ უკანასკნელმა გაამართლა გუარდიოლას იმედები და ბარსელონას

მოაპოვებინა პენალტის დარტყმის უფლება,პენალტის შესრულება ეტო’ომ ითავა,მაგრამ მადრიდის რეალი ისევ გმირმა მეკარემ იხსნა და კამერუნელის მიერ მარჯვენა კუთხეში დარტყმული

ბურთი მოიგერია.ყველას ეგონა რომ ამ ფაქტის შემდეგ ბარსელონა ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოექცეოდა და შეეცდებოდა ეს თამაში მშვიდად დაესრულებინა ანგარიშით 0-0,მაგრამ მოხდა

სრულიად საპირისპირო,გაფუჭებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ თითოეულ ბარსას ფეხბურთელში გირძნობოდა გოლის გატანის ჟინი და ბოლომდე ბრძოლის სურვილი,ყველაფერს კი ბოლო

83 წუთზე ეტო’ომ მოუღო,კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს საჯარიმოში პუიოლმა თავი დაუხვედრა რის შემდეგაც ბურთი მარტოდ დარჩენილ ეტო’ოს მიუვიდა რომელმაც თავისი

დანაშაული გამოისყიდა და ბურთი გადაგზავნა მეტოქის კარში,ამის შემდეგ ბევრს ეგონა რომ ამ მატჩში მეტი გოლი არ გავიდოდა მაგრამ კატალონიელებმა ბოლომდე იბრძოლეს და მესიმ

შეძლო მეორეჯერ მადრიდელთა კარის დალაშქვრა,მან კასილას ბურთი თავზე ეფექტურად გადაუგდო რის შემდეგაც კანავარო შეეცადა გადაერჩინა რეალი გაშვებული გოლისაგან,მაგრამ ჯერ

ბურთი ჩაჭრა საკუთარ კარში შემდგეგ კი ძლიერად შეეჯახა ძელს და ბურთთან ერთად გაეხვია ბადეში.მეორე გოლის შემდეგ მსაჯმაც აღარ დააყოვნა და გაისმა საფინალო სასტვენი და

დამთავრდა კიდევ ერთი “ელ კლასიკო” რომელშიც ბარსამ იმარჯვა.

სევილიასა და ვალენსიის დამარცხების შემდეგ,პეპ გუარდიოლას გუნდმა “ელ კლასიკოში” გამარჯვების მოპოვებაც შეძლო,ბარსას შემდეგი მეტოქე ვილიარეალია,ძნელი დასაჯერებელია რომ ეს

გუნდი შეძლებს ბარსას შეჩერებას,ეს ყველაფერი შემდეგ კვირაში გაირკვევა,მანამდე კი ყველა ბარსას ფანს გილოცავთ ამ გამარჯვებას.




სახელი *:
Email *:
კოდი *:
ავტორიზაცია
რეკლამა
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 31
სტუმარი: 31
მომხმარებელი: 0
მეგობრები

Copyright © 2008-2009
Designe By rocKet | Website builder - uCoz