მას შემდეგ რაც ოფიციალურად გაცხადდა, რომ პერესი მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, ჟურნალისტემბა მას არაერთი ტრანსფერი დაუკავშირეს, მათ პერესის მთავარ სამიზნედ კაკა და კ.რონალდო მონათლეს. ბოლო მანაცემებით კი პერესის მთავარ სამიზნეებს "ბაიერნის" ნახევარმცველი რიბერი მიემატა.
ფლორენტინო პერესს ამ ტრანსფერის განხორციელებაში ზინედინ ზიდანის იმედი აქვს, როგორც მოგეხსენებათ რიბერს და ზიდანს კარგი ურთიერთობა აქვს და სწორედ ეს უნდა გახდეს საფუძველი რიბერის "რეალში" გადასვლის. გარდა ამისა პერესს იმ აგენტის იმედიც აქვს, რომლის დახმარებით “რეალმა” ზიდანი 2001 წლის 9 ივლისს "იუვედან" გადაიბირა.
რაც შეეხება ზიდანს ის ელოდება 14 ივნისს, სწორედ ამ დღეს უნდა გაირკვეს "რეალის" მომავალი პრეზიდენტი და თუ პერესი იმარჯვებს ის მზადაა რიბერისთან მოლაპარაკებები აწარმოოს. პერესი კი აპირებს რიბერის კონტრაკტი 2014 წლამდე დაუდოს.
რაც შეეხება "ბაიერნს", რიბერიში 50 მილიონ ევროს ითხოვს. მას კლუბთან კონტრაკტი 2011 წლამდე აკავშირებს. თავის მხრივ სანდო წყაროებზე დაყრდნობით რიბერი მზადაა "რეალში" გადასასვლელად.