ლივერპულის ნახევარმცველმა მოახერხა მანჩესტერელი რაიან გიგზის და უეინ რუნის დამარცხება და ინგლისურ ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული პრიზის მოპოვება.
ბოლო ათი თვის განმავლობაში ჯერარდი ისე იდგა თავის პოზიციაზე როგორც საუკეთესო ნახევარმცველი ევროპულ ფეხბურთში.
”ჩვენ კმაყოფილები ვართ იმის გამო რომ დავაჯილდოვეთ სტივი ამ სეზონში ჩვენი პრესტიჟული პრიზით,” თქვა სტივ ბეითსმა, Football Writers' Association-ის თავმჯდომარემ.
”სტივენმა ჩაატარა ფანტასტიკური სეზონი და ეს აისახა ლივერპულის ძლიერებაზე პრემიერ ლიგაში.”
სტივენი წარადგინეს როგორც ლივერპულის გულის ცემა და ფეხბურთელი რომელიც ყველაფერს აკეთებს გამარჯვებისთვის.
”მან დაამარცხა ამ ძალიან ძნელ შეჯიბრში ოლდ ტრაფორდის ვარსკვლავები რაიან გიგზი, უეინ რუნი, ნემანია ვიდიჩი და რიო ფერდინანდი.”
სტივენი წარდგენილი იქნება თავის პრიზით სასტუმრო ”Royal Lancaster”-ში ლონდონში, პარასკევს , 29 მაისს.