სტივენ ჯერარდმა დღეს თქვა რომ ძალიან ნასიამოვნებია იმით რომ Football Writers' Association-მა წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
ლივერპულის კაპიტანმა ამ ბრძოლაში დაამარცხა მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელები რაიან გიგზი და უეინ რუნი და აიღო ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრიზი. პირველი ფეხბურთელი წითლებიდან იყო ჯონ ბარნსი 1990 წელს.
”მე ძალიან ნასიამოვნები ვარ თუმცა ცოტათი გავირვებულიც,” თქვა 28 ლის ფეხბურთელმა.
”როდესაც შენ ხედავ ფეხბურთელების დონეს, რაც ამ ლიგაშია, ძალიან დიდი პატივია მოიგო ესეთი პრიზი,”
”ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის იმიტომ რომ მე ფეხდაფეხ მივყვები ლივერპულის ფეხბურთელებს ჯონ ბარნს, სტივ ნიკოლს და კენი დაგლიშს, რომლებიც ჩემთვის გმირები არიან.”
”უფრო შორეულ წარსულში ფეხბურთელები იან კალაგენი და ტერი მაკდერმოტი, რომლებიც გმირები იყვნენ მამაჩემისთვის და ძალიან ბევრი ლივერპულის გულშემატკივრისთვის.”
”ეს მარტო მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელები არ არიან - ფეხბურთელები როგორებიც ყავთ ჩელის და არსენალს და სხვა კლუბებს, მათ ყავთ ძალიან კარგი ფეხბურთელები თავიანთ შემადგენლობაში.”
”ფეხბურთელების ხარისხი უფრო და უფრო იზრდება, ასე რომ ამ პრიზის მოგება უდიდესი მიღწევაა ჩემთვის.”
”ჩემი ოჯახი და მეგობრები მოდიან ყოველთვის, როცა მე ვთამაშობ და რასაც მე მივაღწიე დღემდე მათ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით, იმიტომ რომ ისინი არიან იქ ჩემს გამო 24 საათი დღეში, შვიდი დღე კვირაში.”
”მაგრამ ყველაზე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მენეჯერს, მწვთნელების ჯგუფს და ჩემს თანაგუნდელებს.”
”განსაკუთრებული პრიზები ძალიან კარგია თუმცა შენ ვერ მოიგებ მათ ამ ხალხის დახმარების გარეშე.”
ჯერარდმა გაამხილა სატელეფონო საუბარი მასსა და ლივერპულის კომუნიკაციის დირექტორს იან კოტონს შორის. იანმა აუწყა მას თავისი წარმატების შესახებ.”
მან თქვა: ”იანმა როდესაც დამირეკა ვფიქრობდი მეპასუხა თუ არა რადგან მეგონა ჟურნალში ვყოფილიყავი ტყუილი მიზეზის გამო.”
”მაგრამ როდესაც ვუპასუხე და მან გადმომცა ბრწყინვალე ამბავი ძალიან კარგი გრძნობა დამეუფლა.”
სტივი მიიღებს თავის პრიზს ლონდონში, 29 მაისს სასტუმრო ”Royal Lancaster”-ში .