ფილმის შინაარსი: ფილმში მჭიდროდაა გადახლართული უამრავი ადამიანის ბედი, ნაჩვენებია რთული ოჯახური, საქმიანი, ნათესაური ურთიერთობანი. თხრობის ცენტრშია ორი ახალგაზრდის ტრაგიკული სიყვარულის ამბავი. მათი ოჯახური ურთიერთობების ტრაგიზმს იწვევს არა იმდენად ბოროტმოქმედისაგან შეურაცხყოფილი ცოლ-ქმრის საშინელი მდგომარეობა, რამდენადაც მათ მიერ მთელი სამყაროს ზედმეტად მწვავე აღქმა. ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: მარტოხელა მონადირე წელი: 1989 ჟანრი: დრამა როლებში: ზურაბ ყიფშიძე, ნინელი ჭანკვეტაძე, კახი კავსაძე, ლიზა ბაგრატიონი ქვეყანა: საქართველო ენა: ქართული